planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60175.jpg სამასამდე დაკავებული და ათეულობით დაშავებული – ამ შედეგით დასრულდა აქცია მოსკოვში პუშკინის მოედანზე. ომონი და პოლიციის თანამშრომლები ძალის გამოყენებით აკავებდნენ არა მარტო აქციის მონაწილეებს, არამედ ჟურნალისტებსაც. სამართალდამცველების მიერ გამოყენებული იყო ხელკეტები, რის გამოც დაშავდნენ ჟურნალისტები, მათ შორის ჩვენი კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძეც. მოტეხილობებით და ფიზიკური ტრამვებით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა საავადმყოფოებს მიმართეს. რუსული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი მათ შორის ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი და ილია პანამარიოვი სანქცირებული აქციის შემდეგ მომხრეებთან ერთად პუშკინის მოედანზე დარჩნენ და პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, რის შემდეგაც მათ სამართლადმცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუტინის გაპრეზიდენტების პირველივე დღეს ოფიციალური მონაცემებით სამასამდე ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა შორის იყვნენ სერგეი უდალცევი და ალექსეი ნავალნი, რომლებიც გარკვეული პროცედურების შემდეგ, პოლიციის განყოფილებებიდან გაათავისუფლეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts