Jump to content
Planeta.Ge

ერორი- რუსეთის მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60177.jpg

რუსეთში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. `ნიუ იორკ თაიმსი` წერს, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი დღის თავზე ვლადიმერ პუტინი უკვე დადგა გამოწვევების წინაშე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. სტატიის ავტორი წერს, რომ არჩევნების შემდეგ პუტინმა უცხოელი დამკვირვებლებისგან სახეში სილის გაწვნის ტოლფასი შეფასება მიიღო.

 

ასევე კანონდარღვევებით მოპოვებულ გამარჯვებაზე წერს `უოლ სთრით ჯორნალიც`, რის ფონზეც სტატიის ავტორი ოპოზიციის აქტიურობას ერთ–ერთ მთავარ ამოცანად ასახელებს. `მსუბუქად ორგანიზებული საპროტესტო მოძრაობები ახლა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის წინაშე დგადგნენ, მოახერხებენ თუ არა ზეწოლის გაგრძელებას მას შემდეგ რაც ორშაბათს, მოსკოვის ცენტრში აქცია გამართეს", წერს გაზეთი.

 

ვლადიმერ პუტინი კი მილოცვებს მსოფლიოს ლიდერებისგან იღებს. პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურში აცხადებენ, რომ მას უკვე მიულოცა სირიის პრეზიდენტმა ასადმა, მაჰმუდ აჰმადი ნეჯადმა, ჩინეთის ლიდერმა ჰუ ძინტაომ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთი და უკრაინის პირველმა პირებმა. გერმანიის კანცლერმა კი პუტინს სთხოვა, რომ რუსეთის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი გაზარდოს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...