planetanews Posted March 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 5, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili-300x199.jpg„რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს, რა ვილები უნდა აიშენო და რა ანგარიშები უნდა გახსნა შვეიცარიულ ბანკში ისეთი, რომ შენი ქვეყნის მშენებლობაზე გაცვალო“,– ეს ანცხადება მიხეილ სააკაშვილმა ახმეტის ახალი საავადმყოფოს გახსნისას გააკეთა.მისი თქმით,ყველაფერი ის რაც საქართველოში გაკეთდა ატრის მისი და ხალხის.“ჩემი პირადი არაფერი არ არსებობს. ეს საავადმყოფო რომ გაიხსნა ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი. გზები, რომ შენდება ეს არის ჩემი და ეს არის თქვენი. სკოლები რომ შენდება ესეც ჩემი და თქვენია. ამ ყველაფრის გაკეთებით მე რაღაც შემოსავლები არ გამჩენია. რა შემოსავლები უნდა გაგიჩნდეს, რა ვილები უნდა აიშენო და რა ანგარიშები უნდა გახსნა შვეიცარიულ ბანკში ისეთი, რომ შენი ქვეყნის მშენებლობაზე გაცვალო”, – აღნიშნა პრეზიდენტტა.მისივე თქმით, პრეზიდენტობის პერიოდში იმაზე ფეტი ფული არ მიუმატებია, ვიდრე ხელფასს იღებდა, ასევე არ გაუმჯობესებულამინისტრების მატერიალური მდგომარეობ.“მინისტრებს რა ხელფასიც აქვთ იმ ხელფასზე ცხოვრობენ. მაგრამ, თუკი იმ ადგილებში, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან, ხალხი უკეთესად იცხოვრებს შესაბამისად ისინიც უფრო მდიდრები იქნებიან. თუკი პრეზიდენტის ქვეყანა უკეთესად იცხოვრებს, რა თქმა უნდა მე უფრო ხელგაშლილი და მდიდარი ვიქნები და ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციაში. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ბევრად არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო 5-6 წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო”, – განაცხადა სააკაშვილმა.პრეზიდენტმა დღეს ახმეტის ახალი საავადმყოფო დაათვალიერა, რომელიც “იმედი L”-მა ააშენა. სადაზღვევო კომპანიამ სამედიცინი ცენტრის მშენებლობაში 3 მილიონის ინვესტიცია ჩადო. საავადმყოფო 20-საწოლიანია და იქ 120 ადამიანია დასაქმებული. ეს არის უკვე მეექვსე საავადმყოფო, რომელიც “იმედი L”- მა ააშენა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts