planetanews Posted March 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 5, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/putin-300x225.jpgმიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცესკო-ს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია, რუსეთის მეზობელი ქვეყნების მეთაურები კი პუტინს გამარჯვებას ულოცავენ.იაპონიის პრემიერმა იოშიჰიკო ნოდამ პუტინს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. “იაპონიის მთავრობამ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა”, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.ნოდამ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია და რუსეთი ორ ქვეყანას შორის არსებულ ტერიტორიულ დავას მოაგვარებენ.ჩინეთის პრეზიდენტმა ხუ ძინტაომ პუტინს გამარჯვება დეპოსიტ მიულოცა. ხუ დარწმუნებულია, რომ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებით ისევ განვითარდება.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პუტინს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა. ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები გაგრძელდება.პუტინს გამარჯვება ასევე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიულოცეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts