Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქალაქო სასამართლომ ეკლესიებიდან ქურდობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo2.jpegსაქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ზურაბ ზურაბიშვილმა 2010-2011 წლებში საქართველოს სახვადასხვა ქალაქებში მდებარე ეკლესიებიდან ხატები და ჯვრები მოიპარა.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი სარგებლობდა ვითარებით, როდესაც ტაძარში არავინ იმყოფებოდა, რა დროსაც ფარულად ეუფლებოდა სხვადასხვა სიწმინდეს. ამ გზით, მან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა: წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიიდან – მაცხოვრის ხატი, ილია მართლის სახელობის ეკლესიის საკურთხევლიდან – ალექსანდრე ნეველისა და მარიამ ეგვიპტელის ხატი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან – ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ა.შ.“,– ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებული იქნა: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტებით, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული იქნა ბრალის აღიარების საფუძველზე მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ზურაბ ზურაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ქურდობის ყველა ეპიზოდებში და მას განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 12 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...