Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაქრაძე: საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონში სპეციალური და მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/baqradze2-300x291111.jpgსაერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით “მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ” კანონში სპეციალური და მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, აქამდეც არ იზღუდებოდა.

ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს დაავალა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ამ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართონ და აუხსნან, კანონი არც მათი და არც დონორების საქმიანობას არ აფერხებს.

„პირველ რიგში ის საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მოწვეულები, რომლებმაც კანონთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო, პარტიებთან თანამშრომლობა დროებით შეჩერეს“,–აღნიშნა თავმჯდომარემ.

ბაქრაძის თქმით, კანონში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც შევა დაზუსტება, რათა შიშის საფუძველი აღარ არსებობდეს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...