Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: საქართველოს არ ეშინია დამპყრობელი ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili42243.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ არ ეშინია საკუთარი მოქალაქეების სხვაგან გაშვება, არამედ არ ეშინია იმ ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაც, რომელიც დღეს ქვეყნის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის დამპყრობელია.

ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ახმეტაში ახალი სამედიცინო ცენტრის გასხნისას გააკეთა.

პრეზიდენტი მოსკოვში გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ რუსეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ მოწესრიგდება, საქართველოში ჩამოსვლა რუსი მოქალაქეებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

“მათ გამოაცხადეს, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა, თურმე, საშიშია, რადგან არ არის რუსეთის საელჩო. თურმე, თუ რუსეთის უშიშროების რამდენიმე ასეული აგენტი თბილისში, რუსეთის საელჩოს ჭერქვეშ არ მოკალათდა და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, მათი აქ გამოშვება არ შეიძლება. აბა რომ გამოუშვან, ხომ შეიძლება რამე ჩაიდინონ? – წავიდნენ ღვინო დალიონ და მოიწამლონ. მეორე დღეს ბორჯომის დალევა მოუნდეთ და ამან კიდევ უფრო მოწამლონ, ხომ შეიძლება საერთოდ ჩვენი კურორტების ჰაერი არ მოუხდეთ? მე მათ ადგილზე, საელჩოს კი არ გავხსნიდი, ონიშენკოსაც გამოვაყოლებდი თან, რომ თვალყური ედევნებინა ხაშლამას და მწვადის ჭამას არ გადაყოლოდნენ და შარში არ გაბმულიყვნენ. ისიც ხომ შეიძლება არაკორუმპირებული თავისუფალი ქვეყნის ვირუსით დაავადნენ და იგივე მოინდომონ მერე საკუთარ ქვეყანაში? ძალიან საშიშია. აი, ეს არის განსხვავება ჩვენს შორის”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...