Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პუტინმა ხმათა 64%-ით არჩევნები მოიგო


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60161.jpg

 

რუსეთში ხმების 99% უკვე დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, 64 %-ით ვლადიმერ პუტინი ლიდერობს. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვია 17, 18 %-ით. მესამეზე მიხეილ პროხოროვი - 7,77 %-ით; 6, 24 პროცენტი მოაგროვა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. ბოლო ადგილზე სერგეი მირონოვია 3,81 პროცენტით. უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური აღარ გაიმართება.

თავისი მონაცემები დაითვალა `სამოქალაქო დამკვირვებლების` ჯგუფმაც, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა ხმების მხოლოდ 45 % მიიღო. მეორე ადგილზე კი მიხეილ პროხოროვი გავიდა 21 %-ით. არჩევნების შედეგების გამოცხადება ომონის გაძლიერებული დაცვის თანხლებით ხდებოდა, რომელიც ცესკოს და ყველა სხვა სამთავრობო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.

არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია და პარალელურად, დღევანდელი აქციისთვის ემზადება.

სოციალურ ქსელში ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს დილით მას, ბორის ნემცოვს და ილია იაშინს მოსკოვის ცენტრალური რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში იბარებენ.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვება რამდენიმე ადგილას იზეიმა. განსაკუთრებული ემოციები მან მანეჟის მოედანზე მხარდამჭერებთან გამოსვლისას გამოხატა, სადაც პრემიერს რამდენჯერმე აუჩუყდა გული და იტირა კიდეც. პუტინი აქციაზე დიმიტრი მედვედევთან ერთად მივიდა და იქ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ანალოგიური აქციები გაიმართა ეკატერინბურგსა და ვოლგოგრადში.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...