planetanews Posted March 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 5, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60173.jpg საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახმეტას ესტუმრა და ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვადასხვა სპეციალისტთან ერთად დაათვალიერა. სადაზღვევო კომპანიის `იმედი L`-ის მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული სამედიცინო ცენტრი 17 თებერვალს გაიხსნა და უკვე 200-მდე პაციენტს გაუწია სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში 30 ჩვილი დაიბადა. საავადმყოფო 20-საწოლიანია და იქ 100-ზე მეტი ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. სადაზღვევო კომპანიამ `იმედი L`-მა 3,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts