planetanews Posted March 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 5, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა მოინახულეს. 31-ე ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე გერმანიაში ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. ”ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ისინი სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. მათ აქვთ საუკეთესო სამედიცინო დახმარება. დღეს ვნახეთ რა პირობებში არიან ჩვენი სამხედროები, შევხვდით მათ მკურნალ ექიმებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ბიჭები დროზე გამოჯანმრთელდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში,” - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. ქართველი სამხედროები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts