Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პრეზიდენტი რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60174.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა კრემლის პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის არასტაბილურობის ფონზე, საქართველო მაქსიმალურად უნდა განვითარდეს და განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება.

`2008 წლამდე ორი ადგილი დაბომბა რუსეთმა საქართველოში - აფხაზეთი და ახმეტა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს და გეტყვით რა განსხვავებაა ჩვენს შორის - იქ ყველაფერს წყვეტს თანამდებობის პირს ფული რამდენი აქვს ჯიბეში; იქ პირველ რიგში ფულს აძლევენ თანამდებობის პირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ფული ხალხამდე არ მივიდეს. რაც არ უნდა მოხდეს მათ ქვეყანაში, დღევანდელი მათი კურსით და მათი პოლიტიკით, რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ არა აქვთ მომავალი, იმიტომ, რომ ისინი აშენებენ წარსულს. არა მარტო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, და საბჭოთა იმპერიის შექმნას ცდილობენ ან ევრაზიის კავშირის აღდგენის ლოზუნგები აქვთ - ისინი მენტალურად აბრუნებენ უკან თავის ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მომავალს, ესე იგი ჩვენ აუცილებლად მივღწევთ ყველაფერს,` განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში გაკეთებულ იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას ეხება. პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ, რუსეთში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეების გამოშვება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო.

`თურმე თუ რამდენიმე ასეული რუსეთის უშიშროების აგენტი არ მოკალათდა თბილისში რუსეთის საელჩოს ჭერქვეშ და არ დაუწყო თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს, ისე არ შეიძლება მათი აქ გამოშვება. აბა, რომ გამოუშვან, ხომ შეიძლება ისინი წავიდნენ, ღვინო დალიონ და მოიწამლონ?! ხომ შეიძლება მეორე დღეს ,,ბორჯომის» დალევა მოუნდეთ და და ამან კიდევ მოწამლოს?! საერთოდ. მე მათ ადგილზე მარტო საელჩოს კი არ გავხსნიდი, ონიშენკო რომ ჰყავთ, იმასაც გამოვაყოლებდი თან, რომ თვალყური ადევნოს, რაღაც შარში არ გაებან,` განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...