Jump to content
Planeta.Ge

ერორი- რუსული ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60163.jpg

 

`რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებულია არალეგიტიმური მთავრობის მიერ,`- აცხადებს რუსეთის ოპოზიცია და საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

გამოცხადებული შედეგი ყველაზე პესიმისტურად განწყობილი ოპოზიციონერებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. რუსეთში იცოდნენ, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით და გაყალბების ხარჯზე, ვლადიმერ პუტინი სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მოაგროვებდა, თუმცა 60-ც პროცენტს, ან მითუმეტეს, უფრო მეტს, არავინ ელოდა. ოპოზიციონერთა ძირითად ნაწილს მეორე ტურის დანიშვნის იმედი ჰქონდა.

მოსკოვი ოკუპირებულ ქალაქს დაემსგავსა. სამხედროებითა და პოლიციელებით სავსე ავტობუსები არა მარტო იმ მოედნებზე დგანან, სადაც საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, არამედ კრელის კედლებთანაც. რუსეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 12 ათასზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთვევაში ისინი უმკაცრესი ქმედებებით იმუქრებიან. ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები დღეს ვლადიმერ პუტინის პრეს–მდივანმაც გააფრთხილა.

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, პუშკინის მოედანზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებზე საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. პუტინის საწინააღმდეგო მიტინგზე სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციის აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას კრემლის გარეშემო აპირებენ.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღესვე პროცესს მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიებმა პირველი შეფასებები დღეს მედიას გაუზიარეს. დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანიისა და უშუალოდ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ყველა შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდეს. საბოლოო დასკვას საერთაშორისო მისიები ორ თვეში დადებენ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...