planetanews Posted March 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 5, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60169.jpg შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა ხაშურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვანო მერაბიშვილი ქვიშხეთში მცხოვრები სოსო ქიმერიძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.მისი განცხადებით, ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი, რომლითაც სამინისტროს ყველა თანამშრომელი შეშფოთებულია, რადგან პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ყველგან და განსაკუთრებით უნდა იქნეს ის დაცული პოლიციის შენობაში.`ჩვენ ვაშენებთ სპეციალურად გამჭვირვალე შენობებს, რათა იქ იყოს ყველაფერი გამჭვირვალე. ჩვენი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, მაგრამ ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მე გადავწყვიტე, რომ შემოვიღებთ ახალ წესებს, უფრო გამჭვირვალეს გავხდით იმ პროცედურებს, რომელიც ეხება პოლიციის შენობაში მოსულ ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანის გადაადგილებას და უსაფრთხოებას და უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვცემთ ამ ბრძანებულებას. ამ ნორმების შესრულებაზე პირადად იქნება პასუხისმგებელი განყოფილების ხელმძღვანელი,`- განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გენერალურ ინსპექციას დაევალება ან ნორმების შესრულებაზე მონიტორინგის ჩატარება სისტემაში.სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 27 თებერვალს მოხდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts