planetanews Posted March 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 5, 2012 </p> /get_img?ImageId=6612Image 6612<p>მატარებელი, რომელიც ერევანი - თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, დიდი თოვლის გამო იძულებული გახდა, შუა გზიდან უკან დაბრუნებულიყო, მგზავრებმა კი ღამე ვაგონში, სადგურ “გიუმრიზე” გაატარეს. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “განცხადებით, თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევდა.თბილისი – ერევანის მგზავრები, რომლებმაც რკინიგზის სადგური "ერევანი" 4 მარტს, 22:35 წუთზე დატოვეს, სადგურ “გიუმრიზე” 5 მარტს, შუაღამის 2 საათზე მივიდნენ და ვაგონებშივე მოუხდათ ღამის გათევა. მგზავრები დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ვაგონები დამატებით თბებოდა.5 მარტს, დილის ცხრის ნახევარზე, მატარებელი 45 მგზავრით რკინიგზის სადურში “ერევანი” უკან დაბრუნდა. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “ დირექციის განცხადებით, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააბრუნონ ბილეთები და მათ ღირებულება ანაზღაურდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ ისარგებლონ ადრე ნაყიდი ბილეთებით, მას შემდეგ, რაც მოძრაობა ერევანი - თბილისის მიმართულებით აღდგება.“სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “განცხადებით, თოვლის ნამქერისგან რკინიგზის გაწმენდა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გზების გახსნა 5 მარტის საღამოს მოხდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts