Jump to content
Planeta.Ge

ერორი- რუსეთში პრეზიდენტს ირჩევენ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60158.jpg

 

რუსეთის პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა არჩევანის გაკეთება ყველაზე ბოლოს არჩია. ვლადიმერ პუტინი პირველი საათის შემდეგ 2079–ე უბანზე, მეუღლესთან ერთად, გამოჩნდა.

საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ბიულეტენი ელექტრონულ ყუთში მოათავსა, შემდეგ კი მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. დარღვევებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ასეთი პასუხი გასცა:

"მეძინა, შემდეგ ვივარჯიშე და აქ მოვედი. არანაირ საარჩევნო შტაბს არ დავკავშირებივარ. ველი, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება. დარწმუნებული ვარ, ხალხი პროცესს პასუხისმგებლობით მოეკიდება."

 

უბანზე, სადაც ვლადიმერ პუტინმა მისცა ხმა, ფემინისტური მოძრაობის წევრები აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე მისულ შიშველ დემონსტრანტებს რუსეთის მოქმედი პრემიერი უკვე წასული დახვდათ, თავად მომიტინგეები კი სამართალდამცველებდა დააკავეს.

 

საარჩევნო უბანზე მისვლა დაასწრო ვლადიმერ პუტინს დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის მოქმედმა ლიდერმა არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა, თუმცა პუტინისგან განსხვავებით, მან უბანი განცხადების გაკეთების გარეშე დატოვა.

რუსეთის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად სულ 5 კანდიდატი იბრძვის. ვლადიმერ პუტინის მთავარ კონკურენტად "კომუნისტური პარტიის" ლიდერი გენადი ზიუგანოვი სახელდება. 67 წლის პოლიტიკოსს ხმების 15 პროცენტის მიღებას უწინასწარმეტყველებენ. არჩევანის გაკეთების შემდეგ, კომუნისტური პარტიის ლიდერმა პროცესის გაყალბების კონკრეტულ შემთხვევებზე ისაუბრა.

"ფალსიფიკაციის ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა. ახლახან ვესაუბრე ხაბაროვსკში, სადაც მთელი ჯგუფი დაიჭირეს ურნებში ბიულეტენების ჩაყრის გამო. "კარუსელი" ტრიალებს მოსკოვის ბევრ საარჩევნო უბანზეც. ჩვენი სისტემა კარგად მუშაობს, ამიტომ თაღლითებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას ცდილობენ, ამჯერად ამის გაკეთება უფრო გაუჭირდებათ," - განაცხადა მან.

 

პრეზიდენტონის კანდიდატების რეიტინგში მესამე ადგილზე ვლადიმერ ჟირინოვსკია. არჩევანის გაკეთების შემდეგ, ლიბერალ–დემოკრატების ლიდერმა საქართველოს მისამართით მორიგი მკაცრი განცხადება გააკეთა.

"სავარაუდოდ ვერავინ მიიღებს 50 პროცენტს. პრგნოზები არასდროს მართლდება, წესით უნდა იყოს მეორე ტური. საპარლამენტო არჩევნების დროს ამბობდნენ, რომ სათათბიროში ვერ მოვხვდებოდით, მაგრამ 12 პროცენტი ავიღეთ. ცოტა დრო დარჩა და დაველოდოთ შედეგებს. არანაირი ცვლილება არ იქნება მანამ, ვიდრე თქვენ სულელურ პირობებს გვიყენებთ. ისევ ითხოვთ რომ აღიარებაზე უარი ვთქვათ? თავი ვინ გგონიათ? ნამუსიც არ გაქვთ! სააკაშვილი ტრიბუნალს უნდა გადავცეთ, ამ დროს კი პირობებს გვიყენებთ! სანამ სააკაშვილი თქვენი პრეზიდენტი იქნება არაფერი შეიცვლება," - განაცხადა მან.

 

რუსეთის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ხმა დღის პირველივე ნახევარში მისცა. საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა "სპრავედლივაია რასიას" წარმომადგენელი, სერგეი მირონოვი, მიხეილ პროხოროვმა კი ყველაზე პირველმა ხმა მოსკოვიდან 4 ათასი კილომეტრის მოშორებით ქალაქ კრასნოიარასკში მისცა.

უკვე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. რეგიონში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო სიებში თითქმის 110 მილიონი ადამიანი ირიცხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია კი პროცესს უბნებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერებით აკონტროლებს.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს. წესრიგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 440 ათასი სამართალდამცველი იცავს. უკვე გადაკეტილია მანეჟიც მოედანიც, სადაც დღეს საღამოს ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი აქცია იგეგმება. ადგილზე სცენას და დიდ ეკრანებს ამონტაჟებენ. გავრცელებული ცნობით, აქციაზე შესაძლოა თავად ვლადიმერ პუტინიც გამოჩნდეს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...