planetanews Posted March 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60160.jpg საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ განმუხურთან ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმას გამოეხმაურა და ინციდენტს პროვოკაცია უწოდა. უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ, რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე და ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. მომხდართან დაკავშირებთ, შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ამერიკის ელჩმა. ჯონ ბასის თქმით, სოფელ განმუხურთან ინციდნეტი მიუთითებს, რომ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების აქტიურად ჩართვა აუცილებელია. "ინფორმაციას ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმასთან დაკავშირებით მეც გავეცანი. ეს ინციდენტი ჩემთვის ნამდვილად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციულ საზღვარზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლენა შეშფოთებას იწვევს და უმჯობესია დაველოდოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოგვაწვდიან. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა და არა ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა," - განაცხადა მან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts