planetanews Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images.jpgმიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ავტომატურად აღდგება, როგორც კი მოსკოვი საქართველოს სუვერენულ საზღვრებს აღიარებს.ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, ვაზიანის პოლიგონზე განაცხადა, სადაც ქართული ზალპური საარტილერიო სისტემის პრეზენტაციას დაესწრო.პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული სახელმწიფოდ აღიარების ქართული მხარის ინიციატივა არ ყოფილა.სააკაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად შემოიღო იმისთვის, რომ რუსეთში ქართული წარმოშობის უამრავი რუსეთის მოქალაქეა,რუსეთში ცხოვრობს ასობით ათასი ქართველი დევნილი, რომელთაც გამარტივებული რეჟიმი საქართველოში ჩამოსვლას გაუადვილებს.“ჩვენ ეს გავაკეთეთ ასევე რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ჩამოსვლით, საქართველოში ტურიზმით და ინვესტირებით, საქართველოში თავისი მეგობრების, ახლობლების ნახვით და ეს არის ჩვენი მხრიდან უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების გახსნილობის, ჩვენი საზოგადოების სიმტკიცის, ჩვენი უსაფრთხოების გამოხატულების ძალიან მკვეთრი, ნათელი დადასტურება”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, თუ რუსეთს სურს საქართველოსთან დიალოგი, მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ქართული საზოგადოებასთან მთლიანობაში, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია არის ყველაზე გადამწყვეტი და ოკუპაცია არ შეიძლება იყოს ბუნებრივი მდგომარეობა.„ეს არის ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონკრეტულად გამოხატული პოზიცია“,-განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება რუსეთის მთავრობაში, საქართველო მზად არის ისაუბროს საქართველოს ოკუპაციაზე.„ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის უკან დასაბრუნებლად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება რუსეთის მთავრობაში, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვის გამოაცხადებენ რუსეთის პრეზიდენტად, ჩვენ ყველასთან მზად ვართ, ვინც იქნება რეალურად რუსეთის მმართველი, ვისაუბროთ ამ თემებზე. ეს არის კონკრეტული თემები და ეს თემები არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა თემებით. რუსეთის ცალკეულ მთავრობას მიაჩნია და საქართველოშიც არიან ასეთი ელემენტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოკუპაციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ელემენტები საქართველოში წარმოადგენენ მარგინალურ უმცირესობას, ისინი არ წარმოადგენენ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი ყოველთვის იქნებიან უმცირესობაში თავისი პოზიციებით.”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება.“მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts