planetanews Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/13-300x199.jpgპოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დედებს დედის დღე მიულოცა.ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.„დღეს მთელი საქართველო დედის დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული 1991 წელს დააწესა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა .ქართველი დედები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ სათნოების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითი ამ ქვეყანაში.არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო გმირი ქართველი დედა, ირინა ენუქიძე, რომელმაც დედობისა და გამბედაობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა 21-ე საუკუნის საქართველოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც შიშის გამო ბევრი ადამიანი უარს ამბობს დაღუპული ახლობლების მიმართ განხორციელებული ძალადობის და მოძალადეების გამოაშკარავებისათვის ბრძოლაზე.მინდა გულისტკივილით გავიხსენო ამ ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული გმირები და პატივისცემა გამოვხატო იმ დედების მიმართ, რომელთა შვილებიც ახალი საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის თავისუფლებისა და მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირნენ.მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას ეს ლამაზი დღესასწაული, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, გახარება და, რაც მთავარია ის, რაც ყველა დედისათვის განსაკუთრებით ძვირფასია – საამაყო შვილები აღუზარდონ სამშობლოს. შვილებს კი ვუსურვებ, მუდამ ჰქონოდეთ იმისი უნარი და შესაძლებლობა, რომ პატივისცემა და სითბო არ მოაკლონ ყველაზე სათაყვანებელ არსებას, დედას“,- აცხადებს ივანიშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts