Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს პოლიტიკური შოუს ელემენტების გამოყენებაში ადანაშაულებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/d812243f29bbdf982de3ed2b2797bf72-300x287.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მზად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, თუ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება.

საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო მიესალმებოდა მათ განცხადებას, თუ საპასუხოდ რუსეთიც გააუქმებდა სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს იქნებოდა ინიციატივა, რომელიც გაამყარებდა ორ ერს შორის ურთიერთობებს, თუმცა აღნიშნულის ნაცვლად, რუსეთის მთავრობამ წამოაყენა რიგი პოლიტიზირებული წინადადებებისა, რაც სათუოს ხდის რუსეთის მზაობას, გადადგას მსგავსი ნაბიჯები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთმა გამოიყენა პოლიტიკური შოუს ელემენტები, როდესაც გააკეთა შემოთავაზება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ცხადია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რუსეთის ფედერაციის მხოლოდ ერთი საელჩო და არა სამი, როგორც ეს დღევანდელი მდგომარეობითაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ დააფიქსირეს თავიანთი მზადყოფნა, რუსეთთან ნებისმიერ დონეზე უპირობო დიალოგის გამართვის შესახებ, რაც შესაძლებელს გახდიდა იმ საკითხების საფუძვლიან განხილვას, რომლებიც ყოფენ ორ ქვეყანას.

“აღნიშნული საკითხების ნუსხაში, აგრეთვე, შედის რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპაცია, მის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის კამპანია – რომელმაც 400 ათასზე მეტი ქართველი საკუთარ ქვეყანაში იძულებით დევნილ პირად აქცია – ისევე, როგორც რუსეთის უარი, აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, _ აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულყოფილი დიალოგის შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არამედ უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული საზღრების აღიარება.

“დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის მირ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, ბუნებრივად მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც”, _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემაც გააკეთა. კალანდაძის თქმით, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან.

2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება.

“მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...