planetanews Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60157.jpg მედვედევმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსთან სავიზო რეჟიმისა და დიპლომატიური ურთიერთოიბის აღდგენაზე მუშაობა დაავალა.ინდფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, საგარეო საქმეთა სამინიტრომ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და დიპლომატიური ურთირთობის აღდგენაზე ოფიციალური პოზიციაც სწორედ მედვედევის ბოლო ბრძანების შემდეგ გაავრცელა. წერილობითი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გუშინ საღამოს დაიდო. "ჩვენ კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ყოველთვის ვიყავით და ვართ დაინტერესებულები რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების გამყარებით. მზად ვართ, ურთიერთ შემხვედრ საფუძველზე შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამისათვის საჭიროა, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც საქართველოში ჩასულ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ვთავაზობთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და ველოდებით თბილისის რეაქციას ამ წინადადებებზე," - ნათქვამია განცხადებაში. რუსი დიპლომატები საკუთარ პირობებსაც აყენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი საკუთარო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე შიშობს. საუბარია მოქმედ კანონზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმყოფებოდნენ, დამნაშავეებად მიიჩნევიან, კანონის თანახმად კი მათ 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრებათ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts