Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - უფასო იურიდიული დახმარების მიღება მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას გახდა შესაძლებელი


Recommended Posts

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ იურიდიული დახმარების მობილური სერვისი აამოქმედა.

სამინისტროს ახალი სერვისი  მოსახლეობისთვის  სასურველ ადგილას უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს  იმ ადამიანებს,  რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა  იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ.

იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი  გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი  სპეციალური მიკროავტობუსით,  რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ.

მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას უფასო  იურიდიული დახმარების გაწევა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 16 რეგიონული ოფისი მოქმედებს.

დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ონლაინ კონსულტაცია, რომელიც ხალხისათვის, მათ შორის  საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...