planetanews Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images-2.jpgნინო კალანდაძის თქმით, საქართველო მზადაა რიუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან.ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით დიალოგის დასაწყებად რუსეთმა ასევე უკან უნდა წაიღოს უკანონო გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება ასევე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან წაიღებს უკანონო გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაცია კვლავ აპირებს, შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩო, მაშინ გუშინდელი განცხადებებით ახალი არაფერი მოგვისმენია”, – აღნიშნა კალანდაძემ.მისივე განცხადებით, საქართველომ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ დროს შეუძლია და ამაზე საქართველოს თანხმობა არ ესაჭიროებათ.“ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გვაჩვენოს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.კალანდაძის თქმით, დიალოგის განახლების თაობაზე საქართველოს მხრიდან მზადყოფნა არაერთხელ გაცხადებულა, მათ შორის უმაღლესი ტრიბუნიდანაც.“მრავალგზის თქმულა, რომ საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, ნებისმიერ დროს, ადგილას და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია,რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოწესრიგდება.“მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts