planetanews Posted March 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/24f5477ea327061.jpgარჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე პირები მიიღებენ-ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო რეესტრის თავჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, მხოლოდ თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობით პირები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო.კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე, თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას.თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში, წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში.თანამემამულის სტატუსის მიღების მსურველი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა მოქალაქე, რომელიც წარმომავლობით საქართველოდანაა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts