planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 ავტორი პაატა ლაგვილავა17:06 02.03.2012სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რევაზ ხულორდავას სასამართლო პროცესზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. http://4.bp.blogspot.com/-5JMsOh_lRkQ/T1DAPwo6O4I/AAAAAAAAGQE/NTMTYgu2jCE/s200/tea%2Bculukiani.jpgწულუკიანმა მოსამართლე დავით კეკენაძეს, სასამართლო პროცესზე სიტყვებით: - „თქვენ გეშინიათ“ - მიმართა, სახელმწიფო ბრალმდებელ ვლადიმერ ქორთუას კი “ახალაიას (სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია-ავტ.) ფეხის ტილო“უწოდა. ამ განცხადების შემდეგ, წულუკიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. პროტესტის ნიშნად დარბაზი მასთან ერთად „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებმა და სენაკელმა ოპოზიციონერებმა დატოვეს. წულუკიანის რეპლიკები მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, როცა მან დაცვის შუამდგომლობა პროკურორ ქორთუას აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ადვოკატი, გიორგი სამუშია პროკურორის აცილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ მან წინა სასამართლოზე მოწმე რობერტ შალამბერიძეს პოლიტიკური მრწამსის შესახებ დაუსვა კითხვა, რისი უფლებაც, სამუშიას თქმით, პროკურორს არ ქონდა. სასამართლომ, დღეს დაცვის მხარის მოწმეები, ბრალდებულის მეუღლე, დედა, დისშვილი და მეზობელი დაკითხა. მოწმეები ამბობენ, რომ სენაკელი დავით მგალობლიშვილის დაჭრის დროს, რევაზ ხულორდავა დედისეულ სახლში, რობერტ შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება განსასჯელს სწორედ, მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება. ხულორდავას მეუღლის დაკითხვიდან გაირკვა, რომ ის არა დედის, არამედ საკუთარ სახლში, სოფელ მენჯში დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით კი, ხულორდავა დედის სახლში, სენაკში, ელიავას ქუჩაზე დააკავეს. ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და საქმის გამომძიებლის, ირაკლი შამათავას, ასევე პოლიციელების რამაზ გვილიას და გიორგი ნანავს დაკითხვა მოითხოვა. სამუშიას განცხადებით, პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს და ფაქტობრივი გარემოებები დაამახინჯეს, მაგრამ მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ამ გარემოებას საქმესთან პირდაპირი შეხება არ ქონდა. დღევანდელის მსგავსად არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა სასამართლომ ხულორდავას დაცვის მხარეს, წინა სასამართლო პროცესებზე. დღევანდელ პროცესამდე ხულორდავას პროცესს რომან ხორავა უძღვებოდა, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე წინა სხდომებზე უშედეგოდ ითხოვდა. დღეს, საქმე ახალმა მოსამართლემ დავით კეკენაძემ ჩაიბარა. მოსამართლეს ამაზე განმარტება არ გაუკეთებია. თეა წულუკიანი საქმეში დავით კეკენაძის ჩართვას უარყოფითად აფასებს: -„ის არის შევარნაძის რეჟიმის გადმონაშთი, რომელმაც არ იცის რა არის სიმართლე და სამართალი,“ - ამბობს წულუკიანი და ხულორდავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, რევაზ ხულორდავას ბრალდების მხარე, სენაკის მკვიდრ დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხულორდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხულორდავას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემდეგი მოსმენა 14 და 15 მარტს გაიმართება. სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს. tspress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts