planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili42243.jpgპრეზიდენტის თქმით, ზაფხულში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება.როგორც მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, 2012 წლის ზაფხულში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება.მისივე თქმით, სტუდენტების ხელფასი 400 ლარზე მეტი იქნება.“დღეს ახალგაზრდას არა წყინს შრომა. შრომა, რომელიც შენს ოჯახს კვებს, არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაძრახი. ჩვეულებრივი რამაა, თუ ადამიანი დღეს პიცერიაში მუშაობს, ხვალ კი ის შეიძლება პრეზიდენტი გახდეს. სოციალური მობილურობა ჩვეულებრივი რამაა და შრომა დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ 25-ათასიან პროგრამას, რომელიც იქნება რეალური და არა ფორმალური, როგორც ადრე ხდებოდა – კამერის წინ, რომ ქუჩაში ცოცხებს დაიკავებდნენ და 10 წუთში გადაყრიდნენ და სახლში წავიდოდნენ. სტუდენტები 400 ლარზე მეტს მიიღებენ ხელფასს”, – განაცხადა სააკაშვილმა.პრზიდენტის თქმით,შეიქმნა ახალი ტურისტული კოლეჯი. სასტუმროების მეპატრონეებს აღნიშნული კოლეჯის სტუდენტების სტაჟირება შესთავაზეს.“მათ გვიპასუხეს, თუ დაგვავალებთ, გავაკეთებთო. მათ არ ესმით, რომ არავინ არავის აღარ ავალებს. უნდა მიხვდნენ, რომ მათივე ბიზნესისთვის არის უკეთესი, თუ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება ექნებათ. ჩვენ გვინდა ის, რაც მათი ბიზნესისთვის არის უკეთესი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.პრეზიდენტის თქმითვე, ტექნიკურმა სპეციალობებმა საქართველოში წინ წამოიწია. პრეზიდენტის თქმით, წელს იყო პირველი წელი, როცა იყო დიდი კონკურსი ფიზიკის ფაკულტეტზე,რაც ძალიან კარგია, რადგან ამ სფეროს სპეციალისტებმა გააკეთეს ახალი იარაღის ნიმუშები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts