Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონტროლის პალატის აუდიტორებს სერთიფიკატები გადაეცათ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/dajildoeba1330693834-300x199.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენინგი ეფექტიანობის აუდიტში, გადაეცათ სერთიფიკატები.

კონტროლის პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების ტრენინგი მიმდინარეობდა 2011 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. ტრენინგის ფარგლებში, სემინარებს უძღვებოდნენ გერმანიისა და მაკედონიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისების ექსპერტები.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება საქართველოს კონტროლის პალატაში შემუშავებულ ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს და საერთაშორისო აუდიტორულ სტანდარტებს. 

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას. 

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...