Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოსადმი მიმარვას ამ დროისთვის 46-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ მოაწერა ხელი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/10-300x199.jpgსაქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისადმი (ODIHR) დღეს გავრცელებულ მიმართვას ამ დროისთვის 46-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

კამპანიის – „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დღეს გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც  უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები, აგრეთვე, მიმართავენ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), რათა მათ საქართველოში მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

8 მარტამდე ორივე დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დღეს მიმართვაზე ხელმოწერა ვერ მოახერხეს, მისი დაფიქსირება მომდევნო 6 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...