planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 3 მარტს, 11.30 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატების’ ლიდერები ქუთაისში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს დედის დღეს მიულოცავენსაკონტაქტო პირი ეკა – 591 19 67 743 მარტს, 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, ‘თავისუფალი საქართველო’-ს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ოფისის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი გია ყრუაშვილი დაესწრებიან.მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის გამზ. № 743 მარტს, 12:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მიღების პროცედურებს გააცნობენ.მის: წერეთლის #67ა3 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ კომპანია UK Bridge-ის ორგანიზებით განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.3 მარტს, 12.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლის’ ორგანიზებით, გორის რაიონის სოფელ ტირძნისში პროექტ ‘ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის’ ფარგლებში ორდღიანი სემინარი გაიმართება.3 მარტს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დედის დღესთან დაკავშირებით ქალაქ კასპის სამშობიარო სახლს ესტუმრება.3 მარტს, 13.00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების ქალთა კომიტეტი ქალთა კვირეულს გახსნის.3 მარტს, 13.00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალ წარმომადგენლობაში გასვლით შეხვედრას გამართავს.მის: ქ. მცხეთა, დ. აღმაშენებლის #513 მარტს, 13.00 საათზე, ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდული ფრთა დედის დღეს ირინა ენუქიძის საფლავზე აღნიშნავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts