planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/samxedro-300x200.jpg„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებების საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა.პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.ჩვლილებების თანახმად, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადად 12 თვის ნაცვალდ 15 თვე განისაზღვრება.სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გაზრდა მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ გაწვეულ წვევამდელებს შეეხებათ.სამხედრო სამსახურის 15-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გაწვეულნი იქნენ სახედრო სავალდებულო სამსახურში ამ კანონის ამოქმედებამდე.ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დადგენილი 12 თვე სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების მომზადებისთვის საკმარისი არ არის.“სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის”,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი კახა სუხიშვილია, ხოლოავტორი თავდაცვის სამინისტრო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts