planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/forumi-150x150.jpgთბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრად იმყოფება ქალაქ ოდესის დელეგაცია ოდესის მერის, ალექსეი კოსტუსევის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ოდესის ოლქის ბიზნეს წრეებისა (დაახლოებით 70 ბიზნესმენი) და მედიის წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ჟურნალისტი) შედიან.სასტუმრო „Holiday Inn“-ში თბილისის მერი გიგი უგულავა ოდესის მერს შეხვდა. მხარეები თბილისსა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესახებ, სპეციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც 1996 წელს მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ ხელშეკრულებას ეყრდნობა. თბილისის მერიის წარმომადგენლები უკრაინელ სტუმრებს ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე საინვესტიციო ბიზნეს–გარემოს გააცნობენ.თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, 3-6 მარტს თბილისს ოდესის მერიის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები ეწვევიან და თბილისელ კოლეგებს შეხვდებიან, რათა დეტალურად შეისწავლონ თბილისში განხორციელებული რეფორმები და სხვადასხვა სფეროში ქალაქის მართვასთან დაკავშირებული გამოცდილება.ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდება. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts