Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში ორი მიმართვა შემუშავდა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/2-150x150.jpgკამპანიის „ეს შენ გეხება“  ფარგლებში პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს საგანგებო მიმართვას უგზავნიან

კამპანიის – “ეს შენ გეხება” ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს საგანგებო მიმართვას უგზავნიან.

დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრას როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

მიმართვაში კამპანიის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება.

“2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. იმედს გამოვთქვავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება. ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ვეთანხმებით 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ პოზიციას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის აუცილებლობის თაობაზე და მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს, არამხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში”, – ნათქვამია არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართვაში.

გარდა ამისა მოძრაობის ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას სთხოვენ.

მრგვალ მაგიდას, რომელიც სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა, კამპანიის ორგანიზატორებთან ერთად, ესწრებოდნენ: საპარლამენტო უმრავლესობიდან პავლე კუბლაშვილი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე, “მრეწველების” წევრი ზურაბ ტყემალაძე, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ასევე პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.

 

ანდრო მუხრანელი

argumenti.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...