Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge კლიპი Мама, Я Люблю Грузина სექსისტურთან ერთად პლაგიატიცაა?


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/27670371527010033202-150x150.jpgუკრაინელი მომღერლის  ივანა მელაის სიმღერა რომელსაც „რუსთავი 2“–ს ვარსკვლავი ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა მგელაძე ასრულებენ სექსისტურთან ერთად, შესაძლოა პლაგიატიც იყოს.

სიმღერამ სახელწოდებით, Мама, Я Люблю Грузина სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „დავაბრუნოთ 35 მანეთიანი დრო“ წერს ერთი მომხმარებელი, მეორე კი მოხარულია რადგან „რუსის ქალები, უკრაინელებმა ჩაანაცვლეს“ აი ერთს დამაჯერებელი დასკვნა გამოაქვს რომ „ქართველ კაცებზე სლავი ქალები იმდენად გიჟდებიან, რომ მათ (ჩვენ) დანახვაზე გული მისდით. სოციალურ ქსელ facebook-ში გამოხმაურება უფრო არაერთგვაროვანი გახლდათ. მომხმარებლების უმრავლესობამ კლიპი სექსისტურად აღიქვა, სადაც დომინანტია კაცი ქალი კი მზად არის, ამ კაცისთვის ყველაფერი გააკეთოს.

ცოტაოდენი განმარტება ტერმინ სექსიზმთან დაკავშირებით, სექსიზმი არის სექსუალური (სქესობრივი) დისკრიმინაცია, ადამიანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სქესის მიხედვით. სექსიზმს წარმოადგენს, როცა ადამიანს სწამს, რომ რომელიმე სქესი სარგებლობს თანდაყოლილი უპირატესობით და გარკვეული სქესის ქონა უკ…ვე უპირატესობა და პრივილეგიაა. სექსიზმის ყველაზე ხშირი გამოხატულება გვხვდება ქალების მიმართ, თუმცა ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს მამრობითი და ტრანსგენდერების მიმართ.

სექსიზმი ხშირად წარმოდგენილია უარყოფითი დამოკიდებულებით და ცრუ რწმენებით და შეხედულებების რომელიმე სქესის მიმართ. სექსიზმს წარმოადგენს სქესის უპირატესობის არგუმენტებიც. მაგ.“ მას ღალატი ეპატიება, იმიტომ რომ მამაკაცია.” „ქალის ადგილი კუხნაშია“ და ა.შ

 

ის, რომ ივანა მელაი კლიპში ქართველი მამაკაცების განდიდებითაა დაკავებული ეჭვს არ იწვევს, თუმცა საგულისხმოა მისამღერს Мама, Я Люблю Грузина რომელსაც მელაი ასრულებს ამით „გასწორებულში“ მყოფი რუსთავი2–ს ვარსკვლავი ნოდიკო ტატიშვილი აშკარა ირონიით ამბობს: Она Любит Грузина. რაც ქართველების დაუოკებელ სექსუალური სწრაფვას გამოავლენს და ქართველებს “სექსუალური ცხოველის” იმიჯს უფრო ამტკიცებს.

ქართველ მამაკაცებში სექსიზმი გადაჭარბებული დოზით, რომაა არ არის ახალი ამბავი,  მაგრამ როცა ამ სექსიზმის გამოვლინებას მხარს ვარსკვლავები უჭერენ უკვე სხვა საკითხია. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, ძალადობა ქართულ ოჯახებში და ფრაზები „ქალო კუხნაში შედი“ ან „ქალო ნასკები გამხადე“

ბოლოს კი განსჯისთვის გიტოვებთ ორ კლიპს და დავალებასაც გაძლევთ აღმოაჩინეთ ათი განსხვავება.

 

ანდრო მუხრანელი

კლიპი Инь Ян – Сохрани меня

 

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...