planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/19922_7664-150x150.jpgმათ სიცოცხლე ერთი მარტივი მიზეზისთვის დათმეს – რომ მსოფლიოსთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმის შესახებ, თუ რა ხდება სირიაში. ჩვენ კი, მშვიდად შეგვძლებოდა ჩვენს სახლებში ყოფნა და ამ ყველაფრის გაზეთის, ტელევიზიის საშუალებით გაგება“.–წერს ამერიკული მედია ვეტერან ჟურნალისტებზე რომლებიც სხვადასხვა დროს ომებში დაიღუპნენ. ბრიტანული გამოცემის, The Sunday Times-ის 56 წლის წარმოშობით ამერიკელი ჟურნალისტი, მარი კოლვინი ფრანგ 28 წლის ფოტოგრაფ რემი ოშლიკთან ერთად სირიის ქალაქ ჰომსში თავდასხმის დროს მოკლეს.კოლვინი და საქართველომარი კოლვინი საქართველოშიც იმყოფებოდა, იგი კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” სტუდენტებთან საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად მივიდა. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასიც.მან ახალგაზრდა კოლეგებთან გაიხსენა თუ როგორ დაკარგა თვალი შრი ლანკაში სამოქალაქო ომის დროს, ჟურნალისტმა მარი კოლვინმა გაიგო, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა ხდებოდა და მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალისტებისთვის აკრძალულ ზონაში შევიდა. უკანა გზაზე შრი ლანკელმა ჯარისკაცებმა ყუმბარა ესროლეს, რომლის ნამსხვრევებიც თვალსა და მკერდში მოხვდა. სწორედ ამ დროს კოლვინმა თვალი დაკარგა.“დღეს როცა ჩემს თავს ვეკითხები ღირდა კი ეს ამად? ჩემი პასუხია კი, რადგან ჰუმანიტრაული კატასტროფის შესახებ დიდხანს არავის ეცოდინებოდა” –ამბობდა იგი ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას. მეტი დეტალიამერიკულ ტელევიზიასთან, CNN- თან ინტერვიუში კოლვინის დედა აცხადებს, რომ ჟურნალისტის სიკვდილი შემთხვევითობა არ იყო.„ის სირიის მთავრობის სამიზნე გახდა“, – აღნიშნავს როზმარი კოლვინი და განმარტავს „სირიის სამხედრო ძალამ შენობის შესასვლელზე მიიტანა იერიში“, რაც ამყარებს მის ეჭვებს, რომ მედიაცენტრზე თავდასხმა არ იყო შემთხვევითი.მარი კოლვინი ჭურვის ნასხლეტის მსხვერპლი იმ მომენტში გახდა, როცა გასაქცევად ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობდა. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ფეხსაცმელი მან შესასვლელში დატოვა. შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როცა ჭურვი მედიაცენტრის ზედა სართულს დაეცა. იფიქრა, რომ შენობა სამიზნე იყო და ფეხსაცმელის ასაღებად გაიქცა. ჭურვი ზუსტად ამ მომენტში, მისგან რამდენიმე იარდის მოშორებით აფეთქდა.სიკვილამდე ერთი დღით ადრე მარი კოლვინს რამდენიმე მედიასაშუალებაში პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, მათ შორის CNN-ზე, სადაც შეტაკებების დროს დაღუპული ბავშვის შესახებ საუბრობდა. ის ამბობდა, რომ ბავშვის სიკვდილი იყო „რიგითი სიკვდილი უამრავი მსგავსი ისტორიიდან“ და რომ ჰომსი ძალადობის ალში იყო გახვეული. „სრული ქაოსია“,- ამბობდა ის.„ასეთი სურათების აღწერა მნიშვნელოვანია, რომ იმ საზოგადოებამ, რომელიც აქ არ არის, იცოდეს რა ხდება. როცა არ იცი რა ხდება, კონფლიქტი შორეულია და თითქოს შენ არ გეხება“, – ამბობდა მარი კოლვინი – „ამ ბავშვის სიკვდილი უფრო მეტს აიძულებს, დაფიქრდეს რა ხდება და რატომ არავინ ცდილობს შეაჩეროს ჰომსში ყოველდღიური მკვლელობების სერია“.ამავე ჩართვაში ის ამბობდა, რომ სირიის მთავრობის სამიზნე არა სამხედროები, არამედ მშვიდობიანი, შიმშილობის ზღვარზე მყოფი მოქალაქეები არიან. მეორე დღეს კოლვინი და ოშლიკი მოკლეს.მოკვდა თუ არა….ჟურნალისტების დაღუპვას ფართო რეზონანსი მოჰყვა როგორც საერთაშორისო მედიაში, ასევე ოფიციალურ დონეზე. “დიდი მწუხარებით გაუწყებთ შოკისმომგვრელ ამბავს სირიაში მარი კოლვინის დაღუპვის თაობაზე. მარი იყო გამორჩეული რეპორტიორი, რომელიც თავს არ ზოგავდა ინფორმაციის გაშუქებისას, რადგან ღრმად სწამდა, რომ პროფესიული მოვალეობა უდიდეს პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მას სჯეროდა, რომ მის მიერ ობიექტურად გაშუქებული ცნობები სისხლიან რეჟიმზე საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ აუხელდა თვალს რეაგირებისთვის. და როგორც გასულ კვირას მისი შთამბეჭდავი რეპორტაჟიდან გვახსოვს, მისი ფიქრები მუდამ თავს დატრიალებდა ძალადობის მსხვერპლთ. ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მარი ჰომსში მოკლეს, სადაც სირიის სამთავრობო არმიის გააფთრებული იერიში მიმდინარეობდა. მას თან ახლდა ფოტოგრაფი პოლ კონროი, რომელიც დაიჭრა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია კონროისთვის მიყენებული ჭრილობები, მაგრამ პირველადი ცნობებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული არ უნდა იყოს.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იგი უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ სირიიდან და, პარალელურად, გადმოვასვენოთ მარის ცხედარი,” – განაცხადა “სანდი ტაიმსის” რედაქტორმა ჯონ ვისროუმ გავრცელებულ წერილობით მიმართვაში. რეპორტიორების დაღუპვას ოფიციალური პარიზი გამოეხმაურა და მომხდარს მკვლელობა უწოდა. “კმარა, რეჟიმი უნდა დამთავრდეს!” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. “მსურს მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტების დაღუპვის გამო. ვეცდები, ზუსტად გავარკვიო, რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა. იმედი მაქვს, ტუნისში “სირიის მეგობარი ჯგუფის” შეხვედრაზე მდგომაგრეობიდან გამოსავალი მოიძებნება,” – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ. კომუნიკაციის მინისტრის ფრედერიკ მიტერანის თქმით კი, ეს აღმაშფოთებელია, რადგან ჟურნალისტები სამშვიდობოს გაღწევის მცდელობისას გაანადგურეს. სირიელი აქტივისტების თქმით, დაბომბვის დროს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი დაიჭრა. როგორც მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაარკვია, ერთ-ერთი მათგანი ასევე ფრანგი ჟურნალისტია. “ორი უცხოელი ჟურნალისტის დაღუპვის გარდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მძიმედ დაიჭრა 4 უცხოელი ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ედიტ ბუვიეა, რომელიც “ფიგაროსა” და “რადიო ფრანს ენტერნასიონალისთვის” მუშაობდა,” – აღნიშნა “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელმა სოზი დოლემ.ანდრო მუხრანელიargumenti.geუკანასკნელი რეპორტაჟი </h6><h6> argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts