planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60152.jpg საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ”აბიფარმს” ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა. ”აბიფარმში” სამ მილიონზე მეტი დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც არიან. საწარმოს ხელმძღვანელები წარმოების და შესაბამისად, სამუშაო ადგილების გაზრდასაც გეგმავენ. წეროვანში უკვე ხუთზე მეტი საწარმოა გახსნილი, რომელთა პერსონალი, ძირითადად, ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული. საწარმოში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დაწყებით საქართველოში უმუშევრობა პრაქტიკულად აღარ იქნება. მისი თქმით, ეს პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან."ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს არც თურქეთს, არც გერმანიას. გერმანიის კანცლერი მთავარ საკითხს, რასაც აყენებს ამერიკასთან, არის ის, რომ გერმანიას და ევროკავშირს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და იღებს ამაზე უარს. ერთადერთი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა, არის საქართველო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება მართლაც ცენტრი წარმოების ყველა მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts