planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60153.jpg პუტინის პრეზიდენტად არცევის შემთხვევაში, პრემიერი მედვედევი გახდება. ამის შესახებ პუტინმა პირველად განაცხადა, უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, ამჟამინდელი პრეზიდენტი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. პრემიერის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის რეფორმები და ცვლილებებია, რომელიც მედვედევმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს. პუტინი ამ შეთანხმებას `ლოგიკურს` უწოდებს. გარდა ამისა, პრემიერმა უცხოელ ჟურნალისტებთან რუსეთის ეკონომიკური მიღწევების დემონსტრირება მოახდინა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, კრიზისის ფონზე, ბევრ ევროპულ სახელმწიფოზე წარმატებულია. რუსეთის ფედერალურ არხებამდე, დიმიტრი მედვედევის წინასაარჩევნო მიმართვა ინტერნეტით გავრცელდა. აგიტაციის ბოლო დღეს რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას კვირას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. `მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია მაღალი სამოქალაქო აქტივობის ფონზე ჩატარდა. მან აჩვენა, რომ საზოგადოება უფრო მომწიფებულია და ისინი დეტალურად აყალიბებენ ხელისუფლების მიმართ თავიანთ მოთხოვნებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს კარგად ესმით: მოახლოებულ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. ისინი მზად არიან მათი პასუხისმგებლობით წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი არჩევანი სწორი იქნება,`- განაცხადა მედვედევმა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ორი დღე რჩება, ოპოზიცია კი ხანგრძლივი საპროტესტო აქციების დაწყებისთვის ემზადება. ორგანიზაცია `როს-აგიტის` წევრები პროცესის გაყალბების შემთხვევაში, კრემლთან კარვების ქალაქის მოწყობის ინიციატივით გამოდიან. კარვების გაშლა მოსკოვის ცენტრში მათ რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ორგანიზაციის ლიდერი ორი დღითაც დააპატიმრეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts