planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ბრიტანულმა ტელეკომპანია `სქაი ნიუსმა` რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციის სქემა გაშიფრა. არხის მოსკოვის კორესპონდენტმა ამანდა უოლკერმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოააშკარავა, რომ სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებს ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს უხდიან. `სქაი ნიუსის` ჟურნალისტმა მამაკაციც ჩაწერა, რომელიც მას ხელისუფლების დავალების შესახებ უამბობს. ირკვევა, რომ მოსკოვში 50 ათასი ადამიანის მობილიზაცია იგეგმება, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ხმა 5 სხვადასხვა უბანზე უნდა მისცენ. ამისთვის თითოეულ ასეთ პირს 200 ევროს უხდიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts