planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი ევროპარლამენტმა რუსეთის ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთი მკაცრი რეზოლუცია მიიღო. საქმე ეხება ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის საპატიმროში გარდაცვალების საქმეს, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ჰოლანდიამ რუსი მაღალჩინოსნების 60-კაციანი შავი სიაც შეადგინეს და მათ ტერიტორიზე შესვლა აუკრძალეს. ანალოგიური ზომების მიღებისკენ ევროპარლამენტი ევროსაბჭოს მიუწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მაგნისტსკის სიკვდილში დამნაშავე პირები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით მაგნიტსკის წამებასა და სიკვდილთან კავშირის მქონე ყველა პირს ევროკავშირში შესვლა უნდა აეკრძალოს, გაეყინოს საბანკო ანგარიშები და აქტივები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სერგეი მაგნიტსკი იყო ადამიანი, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძოდა და ამ მისიის შესრულებას შეეწირა. შავი სიის შექმნაზე უკვე კანადაც მუშაობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts