Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - უკრაინელი ბიზნესმენები ვანო მერაბიშვილს შეხვდებიან


Recommended Posts

უკრაინელი ბიზენსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილს შეხვდებიან. 100-მდე უკრაინელი ბიზნესმები ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს. უკრაინელი ბიზნესმენები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მათი შეხვედრები სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

ბიზნესმენების დელეგაციის გარდა, თბილისში იმყოფება ოდესის მერი ალექსანდრე კოსტუსევი, რომელიც ამ წუთებში გიგი უგულავას ხვდება დახურულ კარს მიღმა.

ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის შედეგად გიგი უგულავა და ალექსანდრე კოსტუსევი პარტნიორული ურთიერთობის განვითარების შესახებ სპეციალურ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომელიც 1996 წელს გაფორმებულ მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ეყრდნობა.

ამას გარდა, 3-6 მარტს თბილისი ოდესის მერიის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს. უკრაინელები თბილისში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან და გაიზიარებენ საქართველების გამოცდილებას.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...