planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ შესაძლოა მოხდეს მათი გამოყენება ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის."ჩვენი ინფორმაციით, არის მათი კორუფციული სქემებისათვის გამოყენების ცალკეული მცდელობები. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აიცილონ თავიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობა,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ დღესვე თხოვნით მიმართა პოლიტიკურ სუბიექტებს, წარადგინონ ინფორმაცია მათი მიმდინარე ფინანსური საქმიანობის შესახებ, რაც გათვალისწინებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts