Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პატიმრებისთვის პრესის შეგზავნა აიკრძალა


Recommended Posts

/get_img?ImageId=6588

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ამანათით პრესის შეტანა ბოლო რამდენიმე თვეა არაოფიციალურად აიკრძალა. ინფორმაცია ”ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია იმნაძემ დაუდასტურა.

”ჩვენ როგორც ვიცით, პრესის შეტანა ამანათით ყველგან აკრძალულია. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებში უმრავლესობა გაზეთებისა არ იყიდება, გარდა გაზეთ ”კვირის პალიტრისა” და სპორტული გაზეთისა. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ფოსტით შეიძლება შეგზავნა, მაგრამ კონკრეტული მაგალითები, რომ ვინმეს მიეღოს ფოსტით გაზეთები, ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ გაზეთის შეგზვნა ფოსტით მაინც შეიძლება,”  - უთხრა ნათია იმნაძემ ”ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, პრესის არაოფიციალური აკრძალვა ბოლო თვეების მანძილზე დაიწყო. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში პრესის შეგზავნა ადრეც იყო შეზღუდული, თუმცა აკრძალვა არ ყოფილა.  ახლა კი აკრძალვა მოქმედებს, ოღონდ არაოფიციალურად, რადგან დასაშვებ და აკრძალულ ნივთებს შორის, რაც დადგენილია შესაბამისი ბრძანებით, პრესა არ ფიგურირებს.

”კანონი ითვალისწინებს პრესის ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ეს არაკანონიერია,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ნათია იმნაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშშიც მოხვდა გასულ წელს, თუმცა მაშინ მხოლოდ ცალკეულ, ერთეულ შემთხვევებზე იყო საუბარი.

”ახლა უკვე იმდენი მსჯავრდებული ადასტურებს ამას და ჩვენი თვალითაც ვნახეთ, რომ გაზეთების უმრავლესობა არ შედის ციხეებში. შესააბმისად, გაკეთდება რეკომენდაცია. ჩვენ ვამზდებთ ანგარიშშს და იქ აისახება ეს ყველაფერი,” - ამბობს ნათია იმნაძე.

”ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, თუმცა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა სუხიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...