Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი თბილისში


Recommended Posts

ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმში 100-მდე უკრაინელი ბიზნესმენი მონაწილეობს, ასევე - ქალაქ ოდესის მერი ალექსანდრე კოსტუსევი.

ბიზნეს-ფორუმი ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა.

"ქვეყნის ეკონომიკა უნდა გაიზარდოს სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიების ჩამოსვლისა და ინვესტიციების განთავსების შედეგად. უკრაინულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები არ შეექმნება," - განაცხადა ბაქრაძემ.

უკრაინული ბიზნეს-ჯგუფები დაინტერესებულნი არიან საქართველოში სამშენებლო სექტორის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელებით.

ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმს რამდენიმე წუთში შეუერთდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ასევე, თბილისის მერი გიგი უგულავა.

ანალოგიური ბიზნეს-ფორუმი საქართველოში გასული წლის ოქტომბერშიც გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...