planetanews Posted March 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2012 ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმში 100-მდე უკრაინელი ბიზნესმენი მონაწილეობს, ასევე - ქალაქ ოდესის მერი ალექსანდრე კოსტუსევი.ბიზნეს-ფორუმი ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა."ქვეყნის ეკონომიკა უნდა გაიზარდოს სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიების ჩამოსვლისა და ინვესტიციების განთავსების შედეგად. უკრაინულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები არ შეექმნება," - განაცხადა ბაქრაძემ.უკრაინული ბიზნეს-ჯგუფები დაინტერესებულნი არიან საქართველოში სამშენებლო სექტორის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელებით.ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმს რამდენიმე წუთში შეუერთდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ასევე, თბილისის მერი გიგი უგულავა.ანალოგიური ბიზნეს-ფორუმი საქართველოში გასული წლის ოქტომბერშიც გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts