planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 პირველად მეტადონის პროგრამის დაფინანსებაში თბილისის მერია ერთვება. ამიერიდან პროგრამის გადასახადის იმ 30 პროცენტს, რომელსაც მოქალაქე თავად ფარავდა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით აანაზღაურებს.აქამდე მეტადონის პროგრამაზე მყოფ ნარკომომხმარებელს 70 პროცენტს სახელმწიფო უნაზღაურებდა, დარჩენილ ნაწილს კი პროგრამის მონაწილე თავად იხდიდა. პირველ ეტაპზე მერია მკურნალობის 30 პროცენტს სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაუფინანსებს, რომლებიც არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობდნენ.მეორე ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვინც მუნიციპალიტეტს სპეციალური განაცხადით მიმართავს. მერია მათ რიგითობის მიხედვით დააფინანსებს. პროგრამის მიმდინარეობისა და დაფინანსების წესებზე დღეს საზოგადოებას ინფორმაცია მეტადონის პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა მიაწოდეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts