planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images.jpegპარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ხვალ რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს ხვდება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა აზერბაიჯანის, მოლდოვეთის, ბელორუსიის, უკრაინის და თურქეთის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე იმ პირებთან გაიმართება, რომლებმაც ბერლინში, ბოშის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა გაიარეს.მათივე ინფორმაციით, წინა წელს ფონდმა და მისმა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სასწავლო კურსები ჩაატარონ თბილისში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე რეფორმატორ ქვეყანაში.პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ყოფილი ევროკომისარი, გიუნტერ ფერჰოიგენია.ბოშის ფონდის წარმომადგენლები პარლამენტის გარდა შეხვედრებს სამინისტროებშიც გამართავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts