planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/10778-150x150.jpg24 წლის ლევან ჯიბღაშვილს პოპულარობა სერიალ `დეტექტივებმა~ მოუტანა, თუმცა მანამდე იყო… სტალინი _ 2006 წელს ლევანმა ერთ-ერთ რუსულ ფილმში ახალგაზრდა სტალინი განასახიერა…_ ლევან, პროვინციაში დაიბადე და გაიზარდე. ბავშვობაში წარმოიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდი?_ მაშინ ამაზე არ მიფიქრია… საერთოდ, წარმატებას ბევრი შრომა სჭირდება._ როგორც ვიცი, აქტიური ბავშვი იყავი და, ასე ვთქვათ, ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები უშენოდ არ ტარდებოდა…_ დიახ, ასე იყო და, მსახიობი რომ გავხდი, ალბათ, ამანაც განაპირობა… ხელი დედამაც შემიწყო, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლებმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების უფლება არ მისცეს…_ ლევან, რა ამის პასუხია და, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რუსულ ფილმში ახალგაზრდა სტალინის როლი შეასრულე… როცა გაიგე, რომ სტალინის როლზე დაგამტკიცეს, რა გრძნობა დაგეუფლა?_ ეს 2006 წელს იყო. ტელესივრცეში პირველი ნაბიჯი სწორედ ამ როლით გადავდგი… როცა გავიგე, რომ სტალინის როლზე დამამტკიცეს, გამიხარდა, თან ვნერვიულობდი, მაგრამ… ყველაფერი კარგად დამთავრდა._ სერიალ `დეტექტივების~ გადაღებაზეც ნერვიულობდი?_ კი, თუმცა გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა და პარტნიორებსაც კარგად შევეწყვე. სხვათა შორის, ვიდრე `დეტექტივების~ გადაღება დაიწყებოდა, პოლიციის აკადემიაში სპეციალური მომზადება გავიარეთ…_ `დეტექტივებმა~ პოპულარობა მოგიტანა. ყურადღების ცენტრში ყოფნა დამღლელია?_ იცი, ცოტა ძნელია, ბევრი სიფრთხილე გმართებს, რადგან შენს მოქმდებას ყურადღებას აქცევენ…_ როგორც ვიცი, სტიქაროსანი ხარ. ამის გამო როლზე უარი გითქვამს?_ როლზე უარი მითქვამს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სტიქაროსანი ვარ. საერთოდ, ფილმებში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვმონაწილეობ…_ თაყანისმცემლები სიურპირზებით განებივრებენ?_ ზომიერად… საერთოდ, საქართველოში პოპულარულობის მიღწევა და მისი დაკარგვაც ადვილია, თუმცა ჩემი სამსახიობო კარიერა წინ ზომიერად მიდის… სხვათა შორის, ახლა სერიალში _ `გოგონა გარეუბნიდან~ გადამიღეს._ ლევან, შენი გული, როგორც იტყვიან, დაკავებულია?_ არა…_ ე.წ. ტუსოვკებზე სიარული გიყვარს?_ კი, ასეთ შეკრებებზე კარგად ვერთობი…_ კოლეგებისგან შური გიგრძვნია?_ ეს შოუბიზნესისთვის უცხო არაა. სამწუხაროდ, ცდილობენ, ჩირქი მოგცხონ და ჩაგძირონ, თუმცა თუ ძლიერი ხარ, ყველაფერს გადალახავ…_ ოდესმე იმედი დაგიკარგავს?_ არა…_ რა გეგმები გაქვს?_ მინდა, ბევრი როლი შემომთავაზონ და ჩემი კომპანია `ნევერ ლანდ~ განვავითარო…_ როგორც მსახიობი, უცოხეთში წასვლაზე არ ფიქრობ?_ თუ კონკრეტულ როლს შემომთავაზებენ, რატომაც არა, მაგრამ საქართველოდან სულ წასვლას ვერ შევძლებ…_ წარმატებას გისურვებ, ლევან!..ესაუბრა მარიკა მაძღარაშვილისტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts