Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ნანა შონია: დიახ, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი ვარ!


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/382838_281259031911288-150x150.jpgრამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა _ კოკა გუნცაძემ, ლევან ჩიკვაიძემ და მსახიობმა ნანა შონიამ საზოგადოებრივი მოძრაობა `ამომრჩეველთა ლიგა~ დააფუძნეს. `საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც  თავისუფალი არჩევანის უფლება ძვირფასია, `ამომრჩეველთა ლიგა~ შეერთებისკენ მოუწოდებს,~ _ ამბობს `ქართულ სიტყვასთან~ საუბრისას მსახიობი ნანა შონია, რომელიც მიიჩნევს, რომ `გაჩნდა შანსი, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ბრძოლა წარმატებით დასრულდეს.~

ნანა შონია, მსახიობი: _ …ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას შეუქცევად რომ დაადგეს, საჭიროა, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ, სიცრუითა და ძალადობით დამკვიდრებული უნდობლობა და ნიჰილიზმი დავძლიოთ, შიში სამუდამოდ გავტეხოთ, თავისუფალი არჩევანი გავაკეთოთ და ეს არჩევანი დავიცვათ. ამიტომ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფალი არჩევანის უფლება ძვირფასია, მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს! ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთვის კი არა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით უფლებისთვის, რომ საკუთარი მომავალი ავირჩიოთ! ამდენი გაყალბების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შედგეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები!

საქართველოს მოქალაქე ვარ. ქვეყანაში შექმნილი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა სასტიკად არ მომწონს და ვფიქრობ, გაჩუმების უფლება არ მაქვს! ნეტავ, ყველაფერი კარგად დამთავრდეს და ჩემი საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩაბმა სანანებელი არ გამიხდეს!

_ არჩევნების გაკონტროლება-მონიტორინგი საზოგადოებრივი მოძრაობიდან უფრო ხელსაყრელია თუ იქნებ, ჯობდა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულიყავით?

_ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება პასიური იყოს. ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. ამიტომ, საზოგადოების აქტიურობა და შემართებაა საჭირო, რომ იქნება, რაღაც გამოვიდეს.

_ ქალბატონო ნანა, `ამომრჩეველთა ლიგა~ არჩევნებში მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს?

_ დიახ. ამასთან, სიების შედგენასა და ხმების დათვლაშიც მივიღებთ მონაწილეობას.

_ მართალია, პოლიტიკოსობას არ აპირებთ, მაგრამ თქვენი კოლეგები უკვე გახდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სახეები. თქვენი აზრით, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს?

_ მართალია, არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ და არც პოლიტიკოსობის სურვილი მაქვს, მაგრამ იძულებული გავხდი, პოლიტიკაში ჩავბმულიყავი. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და მინდა, სცენაზე ვიდგე და ვითამაშო, მაგრამ პოლიტიკა, სამწუხაროდ, ამ სფეროსაც გადასწვდა… რაც შეეხებათ ჩემს კოლეგებს, რომლებმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ისინი ნიჭიერი ადამიანები არიან და უფრო კრეატიულად აზროვნებენ, ვიდრე _ პოლიტიკოსები.

_ მომღერლებისა და მსახიობების ნაწილი გუნდრუკს ხელისუფლებას უკმევს და, შესაბამისად, პრივილეგირებულია. მეორე ნაწილი კი, სამთავრობო გუნდისგან სრულ დისკრედიტაციას განიცდის…

_ იმის გამო, რომ ოპოზიციურად ვარ განწყობილი, გარკვეული შეზღუდვები ჩემზეც ვრცელდება. ამის შესახებ ბევრი მაფრთხილებდა, მაგრამ როცა უსამართლობას ვხედავ, პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ და მხოლოდ იმის გამო, რომ ორი როლით მეტი ვითმაშო, ვერ გავჩუმდები! მსახიობის იარაღი სცენაა, მაგრამ როცა ამის საშუალებას არ გაძლევენ, ხმა უნდა ამოიღო. სიმართლე გითხრათ, თეატრში პრობლემები არ მაქვს, თუმცა იგივეს ტელევიზიებზე ვერ ვიტყვი _ ეკრანზე ისეთი ადამიანების გამოჩენა არ უნდათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. როცა ხალხს უჭირს და ქვეყანაში ყველაფრის კრიზისია, ასეთ დროს ტელევიზიით გამოხვიდე და კმაყოფილება გამოთქვა, ეს, რბილად რომ ვთქვა, ამორალური საქციელია! სხვათა შორის, ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი ჩემი სურვილით მითქვამს, რადგან ისეთ გადაცემებში მონაწილეობას, რომელიც სიყალბეს ემსახურება, საჭიროდ არ ვთვლი! მოკლედ, ვგრძნობ, რომ  ხელისუფლებისგან კონტროლირებადი არხებისთვის პერსონა ნონ გრატა ვარ! არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ, ანუ თავისუფალი მსახიობი ვარ და ნებისმიერ თეატრს შეუძლია, მიმიწვიოს, მაგრამ ბოლო დროს აღარც ასეთი შემოთავაზებებით მანებივრებენ, თუმცა მგონია, რომ ეს დროებითია. მაგალითად, სპექტაკლ `ქეთო და კოტეში~ მსახიობები იმ ნიშნით მიიწიეს, რომ ისინი ხელისუფლების მომხრეები არიან.

_ ეს არცაა გასაკვირი, რადგან `ქეთო და კოტე~ სამთავრობო სპექტაკლია!..

_ დიახ, მართალია. ეს სპექტაკლი ხელისუფლებამ თავისთვის დადგა, რუსთაველის თეატრიდან რობიკო სტურუა გაუშვა და იქ თვითონ გაბატონდა.

_ ქალბატონო ნანა, მოდით, ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. ადრე, მერის არჩევნების დროს, მხარს ირაკლი ალასანიას უჭერდით…

_ დიახ, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი ვარ და მისადმი სიმპათია არასოდეს დამიმალავს. ირაკლი ძალიან გაწონასწორებული, ნიჭიერი პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, კარგი ადამიანია!.. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას, ამასაც დადებითად ვუყურებ და ვთვლი, რომ ის დიდი ფიგურაა!

_ საარჩევნოდ `ამომრჩეველთა ლიგა~ კოალიცია `ქართული ოცნების~, ან რომელიმე სხვა ალიანსის წევრი ხომ არ გახდება?

_ არავითარ შემთხვევაში! თუ `ამომრჩეველთა ლიგა~ რომელიმე კოალიციასა და ალიანსში გაწევრიანდა, თავის ფუნქციას დაკარგავს. ის დამოუკიდებელ მოძრაობად უნდა დარჩეს, რომლის კარი ყველასათვის, ვინც არჩვენების გამჭვირვალეობას დაიცავს, ღია იქნება!

_ კეთილი, მაგრამ `ლიგის~ ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა გუნცაძე პოლიტიკური ფიგურაა…

_ კოკა გუნცაძესთან ისე ვთანამშრომლობ, როგორც სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელთან.

_ `ლიგაში~ ლევან გაჩეჩილაძის გამოჩენას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ გუნცაძე გაჩეჩილაძის განუყრელი `პოლიტიკური მეწყვილეა~?

_ ჩვენთან გაწევრიანებაზე უარს, ლევანს კი არა, არავის ვეტყვით. უბრალოდ, ლევანსა და გია გაჩეჩილაძეებთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და თუ შემოგვიერთდებიან, მივესალმები…

ესაუბრა ნათია ლებანიძე

სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...