planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gifსაიმონ მანდი„საქართველოს ბანკი“ ისტორიაში მეორე უცხოური ფინანსური ინსტიტუტი გახდა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიალური „ლისტინგი“ [საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცედურა] მიიღო, რაც ამიერიდან ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს ამ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უახლოეს მომავალში FTSE 250-ის სიაში ადგილს მოიპოვებს, რაც მოიზიდავს ინვესტორებს როგორც საპენსიო, ასევე ურთიერთსაინვესტიციო ფონდებიდან. იმ ბანკის აქციები, რომელიც საქართველოში კერძო კაპიტალის ერთ მესამედს აკონტროლებს, დაშვების დროს 19%-მდე 950 პენის დონემდე გაიზარდა, ხოლო აქციების საერთო ღირებულებამ 381 მილიონი ფუნტი შეადგინა. „საქართველოს ბანკის“ გლობალური დეპოზიტური ხელწერილები ლონდონში 2006 წლიდან იყიდება.ბ-ნმა გილაურმა აღიარა, რომ ზოგიერთი ინვესტორი 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოში გაზრდილ რისკებს ხედავდა. თუმცა მან აღნიშნა, რომ მომხმარებლური სესხები საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს, რაც საბანკო სექტორში მდგრადი ზრდის კარგ შესაძლებლობებს ქმნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-მდე გაიზრდება. ბანკ Renaissance Capital-ის კვლევითი განყოფილების თანამშრომელმა მილენა ივანოვა-ვენტურინიმ განაცხადა, რომ აქციების ფასის ნებისმიერი ზრდა შეიძლება შეიზღუდოს პოლიტიკურ რისკებთან, ვალების მომსახურების მაღალ ფასთან, ასევე ქვეყანაში ინფლაციის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავშირებული შეხედულებებით. მიუხედავად ამისა, მან დასძინა, რომ ეს „ძალიან სუფთა და გამჭვირვალე ბანკია“ და ის შეძლებს პროდუქტების უფრო ფართო პაკეტის წარმოდგენას საქართველოს ფინანსური სისტემის სრულყოფის კვალდაკვალ.ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ინვესტორთა უფრო სერიოზული მადა შეიზღუდება ამ კომპანიის არცთუ მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციით. შემცირდება ლიკვიდურობაც, რადგან აქციების დაახლოებით მეოთხედი ამერიკული კომპანიის Fire Bird-ის, ასევე ფირმა East Capital of Sweden-ის განკარგვაშია. ამ კომპანიებიდან თითოეულს თავისი წარმომადგენელი ჰყავს დირექტორთა საბჭოში. კომპანია Keefe, Bruyette & Woods-ის წარმომადგენელმა ეკატერინე ისაევამ განაცხადა, რომ საქართველოში ანგარიშებთან დაკავშირებული მიმდინარე ოპერაციების დეფიციტი, დამატებით წინაპირობებს ქმნის იმისთვის, რომ ქვეყნის ვალუტის კურსი შემცირდეს, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს „საქართველოს ბანკის“ მუშაობაზე. თუმცა, ბატონმა გილაურმა აღნიშნა, რომ ბანკმა თავისი მდგრადობა უკვე დაამტკიცა, გადაიტანა რა 2004 წლის რევოლუცია, ასევე რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი, რასაც კაპიტალის მასობრივი ამოღება მოჰყვა და საქართველოს ბანკის დეპოზიტების დაახლოებით 20% დაიკარგა. „ბანკმა სტრესთან დაკავშირებული ტესტი რეალურად ჩააბარა და არა Excel-ის პროგრამის ელექტრონული ცხრილების დონეზე“, – თქვა მან.საქართველოს ბანკის პირველი რიგის კაპიტალის კოეფიციენტი 18%-ს შეადგენს – ეს რეგულატორის არსებულ მოთხოვნებს ორჯერ ზრდის – მან ასევე აჩვენა შემოსავლების დამაჯერებელი ზრდა აქციაზე, რომელმაც გასული წლის პირველ ნახევარში 22% შეადგინა. ლონდონში პრემიალური „ლისტინგი“ კიდევ ერთმა უცხოურმა ბანკმა მიიღო – ეს იყო სამხრეთ ამერიკაში არსებული Investec, რომლის აქციების დაშვებაც ლონდონში 2002 წელს დაიწყო.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts