planetanews Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/03/ynet.jpgსადაზვერვო კომპანიის თანამშრომელთა მიმოწერის თანახმად, ისრაელმა და რუსეთმა რამდენიმე წლის წინ შეთანხმება გააფორმეს. ამ შეთანხმებით, ისრაელმა ირანის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების კოდების სანაცვლოდ რუსებს იმ უპილოტო თვითმფრინავების კოდები გადასცა, რომელიც საქართველოს მიჰყიდა.WikiLeaks-ის პროექტმა გამოაქვეყნა ამერიკული სადაზვერვო კომპანიის Stratfor-ის თანამშრომლების მიმოწერა, რომლის თანახმად ისრაელი და რუსეთი თავის დროზე შეთანხმდნენ გაეცვალათ თავდაცვით და სადაზვერვო ტექნიკასთან წვდომის კოდები.გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელმა რუსეთს იმ უპილოტო თვითმფრინავების „მონაცემთა გადაცემის კოდები“ შეატყობინა, რომელიც ისრაელმა საქართველოს მიჰყიდა. სანაცვლოდ რუსეთმა ისრაელს Тор-М1-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების კოდები გადასცა, რომელიც მას ირანმა მიაწოდა.დოკუმენტში, რომელიც 2009 წლით არის დათარიღებული, Stratfor-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი ამტკიცებს, რომ „მექსიკელმა მეგობარმა/წყარომ“ შეხვედრის დროს მას იმ გარიგების შესახებ უამბო, რომელიც რუსეთს და ისრაელს შორის რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა. ამ გარიგების ფარგლებში, ისრაელმა რუსეთი იმ უპილოტო მფრინავი აპარატების კოდებით მოამარაგა, რომლებსაც ის საქართველოს აწვდიდა, ხოლო მოსკოვმა ისრაელი – ირანული Тор-М1-ის ტიპის სარაკეტო საზენიტო კომპლექსების კოდებით.დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, ეს გარიგება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინ გაფორმდა, იმ ომის წინ, რომლის დროსაც რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა. ომის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველომ ისრაელის შეიარაღება გამოიყენა.დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველები გარკვეულ მომენტში მიხვდნენ, რომ მათი უპილოტო თვითმფრინავების კოდები გატეხეს, და დაიწყეს ისრაელური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შემცვლელების ძებნა.მექსიკურმა წყარომ ახსენა ასევე საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300, რომლის თეირანისთვის გადაცემისგან თავის შეკავებას ისრაელი და დასავლეთი რუსეთს დიდი ხანია სთხოვენ. მისი მონაცემებით, ამ საკითხში ისრაელი და თურქეთი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მან განაცხადა ასევე, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა С-300 საბერძნეთს (თურქეთის დიდი ხნის მეტოქეს) მიჰყიდა, ანკარა მისი კოდების გატეხვას ცდილობს.მან დასძინა ასევე, რომ ანკარა სადაზვერვო მონაცემებს ცვლის ისრაელთან, რომ ირანზე თავისი უპირატესობა უზრუნველყოს იმ შემთხვევისთვის, თუკი ის რუსეთიდან საზენიტო სისტემებს მიიღებს.ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts