Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ძირითადი გუნდის წევრებს ასახელებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg

ვლადიმერ სოკორი

ოპოზიციური მოძრაობა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი მოძრაობის ძირითადი გუნდის წევრების ვინაობა გაამჟღავნა. წარსულში პოლიტიკურ გამოცდილებას მოკლებული, ბიზნესმენი ივანიშვილი, პოლიტიკაში 2011 წლის ოქტომბერში მოვიდა, ხოლო მოძრაობა „ქართული ოცნება“ დეკემბერში ჩამოაყალიბა. ის მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას და საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. 15 თებერვალს, თბილისში მედიისათვის მისი გუნდის წარდგენისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მოიგებაში და იმაში, რომ მის გუნდს, უფრო მცირე ჯგუფებისგან შემდგარ კოალიციასთან ერთად, მისი ზედამხედველობის ქვეშ, საქართველოს მართვის უნარი შესწევს (ინტერპრეს თბილისი, Civil Georgia, თებერვალი 15, 17)

ძირითადი გუნდი 20 წევრისგან, მხოლოდ თბილისელებისგან შეგდება (პროვინციიდან არავინაა). გუნდში შედიან: წარსულში, დიდი ხნის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი თედო ჯაფარიძე და კონფლიქტთა მოგვარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი (ისინი 2004-2007 წლებში გაათავისუფლეს თანამდებობებიდან). გუნდში ასევე შედიან: ორი იურისტი, რომელთა სპეციალიზაციაც სასამართლო კანონმდებლობაა – ერთი ადამიანთა უფლებების დაცვის ადვოკატია, მეორე კი „ქურთების უფლებათა დაცვის ჯგუფის“ ადვოკატი. გარდა ამისა, გუნდის წევრები არიან: ორი ჟურნალისტი რადიკალურად ოპოზიციური ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსიდან”; აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ლიტერატორი; მეცნიერებათა აკადემიის ვეტერანი წევრი, მათემატიკოსი; ფიზიკოსი; მსახიობი; პენსიაზე გასული ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ორი ბიზნესმენი: გიორი ჟვანია (2004 წელს გარდაცვლილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა) და ირაკლი ღარიბაშვილი, ივანიშვილის ”ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი (ბანკი ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობას უძღვება). გუნდში კიდევ ორი ადგილია დარჩენილი. ერთი, ამჟამად გადახვეწილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატისთვისაა გამიზნული, ხოლო მეორე საქართველოს ყოფილი ომბუცმენის, (2008 წლამდე) სოზარ სუბარისთვის. სუბარმა საკუთარი პოლიტიკური პარტია მაშინ ჩამოაყალიბა, სანამ ჯერ კიდევ ომბუცმენის პოსტზე იმყოფებოდა. ეს კი ცხადია შეუთავსებელია.

გარდა ამისა, გუნდის წევრები არიან ბანკირად ქცეული ფეხბურთის ვარსკვლავი კახი კალაძე, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის საინვესტიციო პარტნიორი იყო და ეკონომისტი ნოდარ ხადური, რომელიც მანამდე პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის გუნდში იმყოფებოდა. ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ 2008 წლის რუსული ინტერვენიციის შემდეგ, მოსკოვზე ღიად დადეს ფსონები. ჯაფარიძე შეუდარებლად უფრო დახვეწილია. ის გვთავაზობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გარდაქმნას ორმაგი ფუნქციით – ქვყანამ უნდა დაიწყოს მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება ისე, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების ფაქტორის ნაცვლად, კონსენსუსის ფაქტორად იქცეს.

საქართველოს მიერ ამ პროცესში გაღებული ფასი – ნატოში მისწრაფება, სავარაუდოდ მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს.

ეს გუნდი ძირითადად თბილისელებთა სპეციფიკური ჯგუფისგან შედგება. ზოგი მათგანი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ოპოზიციაში 2003 წლიდან ჩაუდგა, ზოგიც მის წინააღმდეგ დროთა განმავლობაში განეწყო. ასეთ გუნდებში შედიანი ედუარდ შევარდნაძის ეპოქის პრივილეგირებული ინტელიგენციის წარმომადგენლები (საბჭოთა კავშირის ბოლო წლების, ან პოსტ-საბჭოთა პერიოდის „ვაკის ელიტა“); არასაპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც უფრო ქუჩის პოლიტიკის მეთოდებში არიან გაწაფულნი, ვიდრე ინსტიტუციონალურ პროცესებში და ცალკეული პოლიტიკოსები (ან მათთან დაახლოებული პირები), რომლებიც 2008 წლის რუსული თავდასხმის შემდეგ, რუსეთთან დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ამ ჯგუფში ასევე შედის, ზოგიერთი შეძლებული პროვნება, რომლებსაც დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო აქვთ და ზოგიც ისეთი, ვისაც ხელფასს ივანიშვილი უხდის, ან ხელოვნებისა და მეცნიერებისთვის უხვი შეწირულობის სახით, ანდა როგორც ”ქართული ოცნების” მესაკუთრე ლიდერი.

ამ გუნდის წევრებს სამი დამახასიათებელი თვისება აქვთ. პირველი ისაა, რომ სოციალური სტატუსი მოპოვების პერიოდით და მენტალიტეტით ისინი უმეტესად 1990-იან წლებს უკავშირდებიან (მათი საშუალო ასაკი საქართველოს პოსტრევოლუციური მთავრობის წევრების ასაკზე ბევრად უფრო მაღალია). მეორე – ისევ და ისევ, ახლანდელი მთავრობისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდის წევრების უმრავლესობას დასავლეთის გავლენა და ინგლისურის თავისუფლად ცოდნა აკლიათ (პრეზენტაციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ივანიშვილმა მხოლოდ სამი ისეთი წვრის დასახელება შესძლო, რომლებსაც დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული) და მესამეც – ივანიშვილის გუნდის წევრებიდან სულ რამდენიმეს აქვს სამთავრობო და ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. გუნდის წევრმა, ადვოკატმა არჩილ კბილაშივილმა პრეზენტაციაზე არასერიოზული მომენტი შექმნა, როდესაც განაცხადა, რომ მხოლოდ კონკრეტული ასაკის და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანები უნდა წავიდნენ პოლიტიკაში, რომ „მათმა ლიბიდომ არ დაჯაბნოს მათი აზროვნება. (17 თებერვალი, Evolutsiya.net. სხვა ინგლისური თარგმანები ამაზე ნაკლებ მომგებიანია).

ივანიშვილის მიერ შერჩეული ქართული გუნდის (ოცნების) ლიდერები ფორმალურ ორგანოს წააგავს. იგი კულტურული და სიმბოლური პირებით ზედმეტად დარტვითულია იმისათვის, რომ რეალური პოლიტიკური ორგანო შექმნას. ამ მხრივ ის საბჭოთა პერიოდის „მოწინავე ორგანიზაციების“ ტრადიციებს აგრძელებს, მაშინ საზოგადოების აგიტაცია ხდებოდა იმ გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად, რომელსაც ლიდერები იღებდნენ.

ეს ეკლექტური ჯგუფია. წევრებს ერთმანეთთან ივანიშვილის მფარველობა აკავშირებს და ისინი ”ქართულ ოცნებაში” თავიანთი მფარველის გადაწყვეტილებების მხარდაჭერის გარანტიას წარმოადგნენ.

ამ მომენტისათვის ”ქართულ ოცნებას” პროგრამა არ გააჩინა, გარდა იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილის მთავრობის გადაყენებას აპირებს. ამისთვის, ივანიშვილი სახალხო მოძრაობა, „ქართული ოქნების“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას აპირებს. 2012 წლის იანვარში, ივანიშვილმა ”ქართული ოცნების” ლიდერად თვისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე დანიშნა, სანამ ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველოს მოქალაქეობა მას იმიტომ ჩამოერთვა, რომ ის, ივანიშვილის რუსულ და ფრანგულ მოქალაქეობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამ გადაწყვეტლებიდან გამომდინარე, ივანიშვილი და ეკატერინე გადაწყვეტენ რომელი მათგანი წარმართავს პარტიის საარჩევნო კამპანიას.

=39065&tx_ttnews[backPid]=13&cHash=f74dc4da1187227d8dc0c50ba212dbef"]ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...