mtidan Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 @ სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატმა „სპრავედლივაია როსიასაგან“ („სამართლიანი რუსეთი“), ილია პონომარიოვმა, კრემლსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანა შეკითხვები განმარტების მოთხოვნით, თუ რა მიზნითა და ვისი ინიციატივით ჩამოიყვანეს 800–მდე ჩეჩენი მებრძოლი პოლიციელი მოსკოვში. დეპუტატის მონაცემებით, ჩეჩენი პოლიციელები მოსკოვში ჩაიყვანეს ოპოზიციის პირველი მსხვილი მიტინგების შემდეგ დეკემბერში და ამყოფებენ იქ, როგორც „ჩასაფრებულ რეზერვს“. „კომერსანტის“ ჟურნალისტ კაშინის მონაცემებით, პოლიციის მებრძოლები განლაგებულნი არიან დედაქალაქის ჩრდილო–აღმოსავლეთში, მათთვის გამოყოფილია 600 ბინა; პონომარიოვის ცნობით კი მათ ხელმძღვანელ–მეთაურებს აცხოვრებენ ძვირადღირებულ ოტელ Ritz–ში. დეპუტატი კითხულობს, ვინ იხდის მათი შენახვის ფულს და ვინ არის მათი აქ ჩამოყვანის ინიციატორი – შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ კადიროვი? თავად კადიროვი უარყოფს ჩეჩენი პოლიციელების ყოფნას რუსეთის დედაქალაქში, დღეისათვის ასეთი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა იდეაში ასეთ მოქმედებას არ გამორიცხავს: „თუ ბრძანება მოვა, რა თქმა უნდა, გავგზავნით პოლიციელებს. ისინი ხომ პირდაპირი ხაზით ემორჩილებიან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვალენი არიან, შეასრულონ ბრძანება. თუ საჭიროება მოითხოვს ჩეჩენი პოლიციელების იქ ყოფნას, მჯერა, რომ წარმატებით შეასრულებენ მათ წინაშე დასახულ ნებისმიერ ამოცანას!“ თუ რუსული მილიცია არ დაარბევს, დაარბევს ჩეჩნური–თან სასტიკად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2012 საინტერესო რამ არის არა თუ რუსები არ დაარბევენ,ჩეჩნები იზამენ ამას,მაგრამ ჩვენთან არ არის საჭირო ჩეჩნების ჩამოყვანა.ქართველები არბევენ მიტინგებს და ისე,რომ ხალხს ძაღლებივით ექცევიან და მაგათი დედები ################## მე.მაგათი გამპრავებლებისაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.